ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ნაძირლების სამჭედლოს“ უწოდებს იმ ძალას, რომლის წარმომადგენლებმაც ეჭვქვეშ დააყენა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნიკა გვარამიას მხრიდან მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადება გასაკვირი არ არის, ვინაიდან ის ყოველთვის გამოირჩეოდა მსგავსი გამონათქვამებით. ზურაბ ქადაგიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საზოგადოება ხედავს, თუ რა გააკეთა და რას აკეთებს ივანიშვილი ქვეყნისთვის და რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა, პირობითად რომ ვთქვათ, ნაძირლების სამჭედლოა. ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები არ მიკვირს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი [ნიკა გვარამია] ყოველთვის გამოირჩეოდა ასეთი სიგიჟეებით და მიზანმიმართული განცხადებებით. მან ძალიან კარგად იცის, საით გადაიხრება სასწორი თუ პინაზე დადებ კოლოსალურ ქველმოქმედებას, სახელმწიფოს უპირობო მხარდაჭერას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან, საპირისპირო მხარეს კი – გვარამიას ბელადის, სააკაშვილის გაკეთებულ საქმეებს – ეს ადვილი მისახვედრია.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება. ცნობილია ისიც თუ რა ნაბიჯები გადადგა მან, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე, რამაც ჯერ 2012 წლამდე და შემდეგ, დღემდე მოგვიყვანა. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა მასშტაბის ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და რას აკეთებს ის ქვეყნისთვის, დღემდე. ამავე საზოგადოებამ, ასევე ძალიან კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობა. ყოველივე ამის შემფასებელი კი, არის არჩევნები,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
