ვინმე გინახავთ წინასაარჩევნოდ ჩასული ხალხთან?! [ოპოზიცია] ამათ მოქალაქეები არ აინტერესებთ. ესენი არიან კადრები, რომლებიც პოლიტიკაში ფულს აკეთებენ პოლიტიკით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო განხილვებმა კარგად დაანახა საზოგადოებას არა მხოლოდ ის სისასტიკე, რასაც ეს რეჟიმი ჩადიოდა, არამედ მათი დამოკიდებულება კონკრეტული მედიასაშაულებების მიმართ.
„7 მილიონს ედავება გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავის 2“-ის მფლობელი, რომ იყო. „რუსთავის 2“ დაუბრუნა ევროსასამართლომ ქიბარ ხალვაშს. ამ სარჩელში, რაც შეტანილია უამრავი საქმე არის ევროსასამართლოში მოგებული საქმე. გარდა იმისა, რომ თავხედები არიან ორ სიტყვაში ორივეს ტყუილს ამბობენ“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, მათთვის განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და ამიტომაც ებრძვიან დღესაც კი კვლავ ტელეკომპანია „იმედს“.
სოფო ნიკოლაიშვილმა მოსყიდულები და გადაბირებულები უწოდა ყველა იმ მედიის წარმომადგენელს, ვინც ახლა „ნაცმოძრაობის“ გვერდით დგას.
„იმედი არის მათთვის პირდაპირი საფრთხე. იმედი იყო საფრთხე მაშინაც, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და რაც უქნეს „იმედს“ ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა და სექტის წევრია ყველა ის ჟურნალისტი ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც ყველა ის ისტორია იცის, რაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა ჩაიდინა და მაინც მათ გვერდით დგას ან მათ აქციებზე სიტყვით გამოდის.
„ეს ძალა არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.
