Skip to content
29/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

მარშალ პრესი 28/10/2026
205

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს ხელი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აკადემიურ სივრცეში თავდაცვისა და უსაფრთხოების კულტურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება ეროვნული თავდაცვის ინიციატივებში. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო და სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ სტუდენტებმა შეიძინონ შესაბამისი ცოდნა, უნარები და მოტივაცია, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საქმეში. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროექტი სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  

მემორანდუმი ითვალისწინებს სსიპ „თავდაცვის მოხალისესა“ და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თემატურ თანამშრომლობას. მისი მიზანია თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, რაც, აღნიშნული მიმართულებით, ახალგაზრდების ჩართულობას შეუწყობს ხელს. შეთანხმების საფუძველზე იგეგმება სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები და ერთობლივი ღონისძიებები. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას თავდაცვის უწყებისა და უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის  წევრები და სტუდენტები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა
Next: დიმიტრი სამხარაძე: საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი-ერთში არ მეორდებოდეს „ნაცური“ რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ყველგან ატერორებდნენ მოქალაქეებს, ქმნიდნენ „ახალ ქართველს“, რომელსაც არაფერი ექნებოდა ქართული – ეს კიდევ ცალკე ისტორიაა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.