Skip to content
29/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას

მარშალ პრესი 28/10/2026
lado sadgobelashvili

დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში – აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა”, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ნაცვლად ბოდიშების მოხდისა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დამცინავი ტონით საუბრობენ. ანალიტიკოსი იხსენებს სააკაშვილის რეჟიმს, ტერიტორიების დაკარგვას, ომის დაწყებასა და ქვეყნისთვის მიყენებულ უმძიმეს ზიანს და მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებელია.

„სამართლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვით! იმის მაგივრად ყოველ დღე, დილიდან საღამომდე მუხლმოდრეკილები საქართველოს მოსახლეობას ბოდიშებს უხდიდნენ, დამცინავი ტონით იხსენიებენ იმ ადამიანებს რომლებმაც საკუთარი ტრაგედია საქვეყნოდ გამოიტანეს.

– მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მოძალადე და მოღალატე რეჟიმმა საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისა და ვიწრო ინტერესების გამო, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს მიჰყიდეს და ქვეყანა უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენეს! ამ ავანტიურისტულმა მმართველობამ საკუთარი ამბიციების გამო ქვეყანა სასაკლაოდ აქცია. მტრის აგრესიის პირისპირ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა პირდაპირ ომის ხაზზე მიატოვეს. თავად ხელისუფლება კი ისტორიას პანიკაში ჩავარდნილი, ჰალსტუხების მჭამელი მხდალი ლიდერის სახით ჩაეწერა!

– დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში – აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა”!

– ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ მეტრეველი: საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2004–2012 წლებში. არ უნდა დაავიწყდეს ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები, მათი ოჯახების ბრძოლა სიმართლისთვის და ის მძიმე შედეგები, რომლებზეც საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდნენ
Next: ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.