Skip to content
11/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საინტერესო იქნება, ქალბატონმა დეგნანმა თქვას, ისევ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფილანტროპია, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე?

მარშალ პრესი 13/07/2022
სოზარ სუბარი

„საინტერესო იქნება ქალბატონმა დეგნანმა თქვას, ისევ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფილანტროპი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, თუ როგორც ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, ის არის ოლიგარქი – ამ კითხვით პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს მიმართავს.
მისი თქმით, როცა ვლაპარაკობთ დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, თუ რამდენად ასრულებს მმართველი გუნდი 12 პუნქტიან გეგმას, ამაზე ელჩის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

„როდესაც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ბატონი უილიამ კორტნი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ძალიან მაინტერესებს ეს არის ერთი პიროვნების აზრი, თუ ეს არის ის აზრი, რომელსაც შეიძლება ქალბატონი კელი დეგნანიც იზიარებდეს. საინტერესო იქნება ქალბატონმა დეგნანმა თქვას, ისევ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფილანტროპი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, თუ როგორც ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, ის არის ოლიგარქი. როცა ვლაპარაკობთ დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, თუ რამდენად ასრულებს მმართველი გუნდი 12 პუნქტიან გეგმას. ამაზე ელჩის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: კითხვების დასმა არ შეიძლება ვინმემ აღიქვას შეტევად, კითხვები ისმევა იმ შემთხვევაში, როცა გაინტერესებს პასუხი და ეს პასუხი არის მნიშვნელოვანი ქვეყნისა და საზოგადოების ხვალინდელი დღის პერსპექტივისთვის
Next: გადავწყვიტე დავტოვო “პარტია ქართული” ოცნება და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.