Skip to content
27/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის დირექტორის თანამდებობა დატოვა

მარშალ პრესი 26/10/2026
giorgi pataridze

გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის დირექტორის თანამდებობა დატოვა. მანამდე პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რომ პატარიძეს უფლებამოსილება შეჩერებოდა.

26 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, უფლებამოსილება შეუჩერდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ​საქმე გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან
Next: 2024 წლის 26 ოქტომბერი დარჩება ბრიუსელის სირცხვილად – შალვა პაპუაშვილი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.