Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ამერიკის ელჩისგან პასუხს ელოდებიან

მარშალ პრესი 13/07/2022
სოზარ სუბარი

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ამერიკის ელჩისგან პასუხს ელოდებიან. სოზარ სუბარი მიხეილ ყაველაშვილის იმ წერილს ეხმაურება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ კელი დეგნანის სახელზე გამოაქვეყნა.

ყაველაშვილის მსგავსად, სუბარიც ინტერესდება ელჩის პოზიციით, თუ რას ფიქრობს ამერიკელი დიპლომატი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.

„როდესაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მკაფიო მხარდაჭერით სარგებლობენ. მაგალითად, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ეკა გიგაურმა თქვა, რომ გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა, რუსეთი უკრაინაში ომს აგებს და საქართველომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოიყენოს, უჭერს თუ არა კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს მხარს? თუ არ უჭერს, ეს პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს“, – ამბობს სოზარ სუბარი.

Post navigation

Previous: დღეს გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ევროპულობას ამოფარებულები ებრძვიან ყოველივეს, რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა და დღესაც დგას ჩვენი სამშობლო
Next: როდესაც ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ელჩი დუმილს არჩევს, გვიჩნდება კითხვები, ეს დუმილი ხომ არ არის ნიშანი იმისა, რომ ის ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აყენებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.