Skip to content
26/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს სარჩელი მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს – ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა

მარშალ პრესი 24/10/2026
irakli kobakhidze

თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს და უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში, მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს – ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი ემსახურება გამუდმებული პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევას.

„როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია. სინამდვილეში გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი. სინამდვილეში, ერთადერთი, რაც უნდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ქალბატონ რასას, საქართველოში, არის სწორედ პოლარიზაცია. ამ სარჩელის წარმატების გარეშე ჩვენ დავრჩებით პოლარიზაციის მუდმივ ჩაკეტილ წრეში. ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას, ეს უნდათ მის მეგობრებს, რომ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ჩვენი სარჩელი ემსახურება სწორედ ამ გამუდმებული პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევას.

რაც შეეხება სარჩელს, აქ არიან კონკრეტული ძალები, ერთი პოლიტიკური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც დღემდე ხელისუფლებას აცხადებს არალეგიტიმურად და უნდათ, რომ ეს დაამკვიდრონ, რომ ვიღაც შეიძლება აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად, ვიღაც შეიძლება პოლიციელს ურტყამდეს ხელს და უნდა დარჩეს დაუსჯელი და ვიღაც შეიძლება წლების განმავლობაში აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და ამაზე სამართლებრივ სისტემას არ უნდა ჰქონდეს პასუხი. ეს არასწორია. თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს და უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში, მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს – ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს და, როგორც ჩანს, გარკვეული ინსტრუქტაჟი მისცეს – ახლა კი ამ მითითებებს მიჰყვებიან
Next: პრემიერი – 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ ეს რამენაირად შეიძლება, უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.