Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველას მოვუწოდებ, კლიშეების მიწებების ნაცვლად, პოლემიკაში შევიდნენ ყველა ადამიანთან, ეს არის დემოკრატიის ნაწილი

მარშალ პრესი 13/07/2022
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დემოკრატიის ნაწილია, რომ ყველა საკითხზე იყოს პოლემიკა.

შალვა პაპუაშვილს შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ ღია წერილის თაობაზე.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ოცნებიდან“ წასულ სამ დეპუტატზე იყო შტურმი, თითქოს ისინი ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ.

„იყო პროპაგანდისტური შტურმი ამ ადამიანებზე, თითქოს, ისინი არიან ანტიდასავლური პოლიტიკის რიტორიკის მატარებლები, პრორუსული და ა.შ. ყველას მოვუწოდებ, რომ კლიშეების მიწებების ნაცვლად, პოლემიკაში შევიდნენ ყველა ადამიანთან, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, რომ ყველა საკითხზე იყოს პოლემიკა და არა კლიშეების მიწებება და ადამიანების სტიგმატიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ლეგიტიმური უფლებაა გააკეთო ის, რაც მოხდა შრი-ლანკაში, ანუ 17 ივნისი იყო ეს მომენტუმი. თუ რაღაც მოკლე ვადაში გარდატეხის საშუალება იყო, ალბათ ეს უნდა მომხდარიყო 17 ივნისს
Next: დღეს გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ევროპულობას ამოფარებულები ებრძვიან ყოველივეს, რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა და დღესაც დგას ჩვენი სამშობლო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.