Skip to content
24/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

მარშალ პრესი 23/10/2026
135

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო.

საზეიმო ღონისძიება უნგრეთის პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა აგნეს ფორშტჰოფერმა გახსნა. შესრულდა უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნი. ცერემონიაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1956 წლის რევოლუციის გმირთა ხსოვნას.

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება უნგრეთის პრეზიდენტმა ანდრაშ ბაკამ.

უნგრეთს საიუბილეო თარიღი მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

უნგრელ ხალხს და საზეიმო ღონისძიების სტუმრებს სიტყვით კოშუთ ლაიოშის მოედანზე მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა, რომელმაც 1956 წლის რევოლუციის იდეალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.

ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი გაიხსნა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.