Skip to content
23/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები

მარშალ პრესი 23/10/2026
tengiz sharmanashvili

აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან გუშინდელი სასამართლო პროცესი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ოპონენტები დროის გაჭიანურებას ცდილობენ.

„ორი რამ აჩვენა: ერთი, ჩვენს ოპონენტებს უნდათ დროის გაჭიანურება, რათა რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, და თუ საერთოდ არ დამთავრდება დიდი ხანი ეს ურჩევნიათ. და მეორე, უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. მერე ალბათ ხმამაღლა განაცხადებენ: აი ჩვენ დავაყენეთ 17 შუამდგომლობა და არც ერთი არ დააკმაყოფილეს. რა თქმა უნდა, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არის და არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ უბრალოდ ეს რიცხვი აინტერესებთ, მათ ხომ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები და აი ამას აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას და ყველა ეტაპზე მივცემთ ამის განმარტებას და არ მივცეთ იმის საშუალებას, რათა ეს პროცესუალური ქმედება გამოიყენონ საპიაროდ“,-აღნიშნა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილი, ასევე, ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა თქმითაც, საქმეში არ ჩანს ვის რა ნაწილი ეხება ამ სარჩელიდან, რაზეც თქვა, რომ ტყუილია და ყველამ იცის, ვის რა ეხება.

„ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ძალიან ნათლად ჩანს, ვის რას ეხება, ხოლო თუ არ მოსწონთ, როგორი ფორმით არის გაკეთებული, ხო ელემენტარული ლოგიკაა- თუ ცუდად გავაკეთე, ხომ უნდა გაწყობდეს, უფრო ადვილად გააბათილებ, მაგრამ ამასთან რომ არ გვაქვს საქმე და პირიქით არის. ძალიან კარგად იციან, რომ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს, ამიტომ ნერვიულობენ და პიარულად აჩვენებენ თავის ბაბლს, მომხრეებსაც და უნდათ, რომ საზოგადოებასაც თავს მოახვიონ, თითქოს იქ არაფერი არ არის. არაფერი რომ არ იყოს, ძალიან მშვიდად იქნებოდნენ“,-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: კატასტროფაა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ილაშქრებს – ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს
Next: თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.