Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები, ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი

მარშალ პრესი 22/10/2026
eka sepashvili

„არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის ხუთი პარტია, რომლის ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებაც სასამართლოში სარჩელია შეტანილი, უცხოური დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური აქტორები არიან და ცდილობენ გარედან მიღებული დავალებებით ზიანი მიაყენონ ქვეყანას და ქართველ ხალხს. „ესენი [რადიკალური ოპოზიცია] არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება და ასეც არის რეგისტრირებული.

ძალიან ხშირ შემთხვევაში ისინი დაარსებულნი არიან იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს ცდილობენ, გარედან მიღებული დავალებებით დააზიანონ ქვეყანა და ქართველი ხალხი. არ არსებობს არავითარი ხუთი პარტია – ეს არის ერთი ქსელი. ეს პარტიები წარმოქმნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფისა და იმ პიროვნებებისგან, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი, საჭიროებისამებრ, ხანდახან განსხვავებულ როლს თამაშობენ. თავდაპირველად ჰქონდათ მცდელობა და დააარსეს კიდეც განაყოფი, რომელიც ვითომ ემიჯნებოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ასეთივე იყო „კოალიცია ცვლილებებისათვის“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ახალი პოლიტიკური პარტიები არიან… გახარიას პარტიაც, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებიან, ვითომ განსხვავებული მიდგომები აქვთ, არაფრით განსხვავდება მათგან, ისინი ერთიან პოლიტიკას ახორციელებენ და იოლად შეინიშნება ორკესტრირებული ქმედებები. არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი – შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.