Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აფრიკის დასახლებაში უკანონო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა

მარშალ პრესი 13/07/2022
21

თბილისის მუნიციპალურმა სამსახურმა აფრიკის დასახლებაში არსებული ნაგებობები დაანგრია. უწყების ცნობით შენობები უკანონოდ, სახელმწიფოს მიწაზე იყო აგებული.

“თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა.

ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რათა მათ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ, თუმცა, მოქალაქეებს სამშენებლო პროცესი არ შეუწყვეტიათ. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი მოახდინა.”– აღნიშნულია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს (ვიდეო)
Next: რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა არ არსებობს, მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ – ალუდა ღუდუშაური

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025