Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

მარშალ პრესი 22/10/2026
davit chikhelidze

ფაქტია, ბოლო დროს დიტო ჩუბინიძისა და „ასავალ – დასავალის“ საქმიანობა მრავალ კითხვის ნიშანს ბადებდა. მათი განცხადებებისა და გავრცელებული ინფორმაციის მიზნები და შესაძლო შედეგები სათანადო შესწავლას საჭიროებს – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ხოლო სიტყვის თავისუფლება არ გულისხმობს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გავრცელდეს ინფორმაცია, რომელიც ადამიანების რეპუტაციას აზიანებს, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს ან სახელმწიფო ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

მისივე შეფასებით, დიტო ჩუბინიძის დაკავება გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც სიცრუის სისტემატური გავრცელებით, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

„დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს, დაკავება ჩუბინიძის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა, ქართული მხარის მიერ დავით გარეჯის გაყიდვის შესახებ, საზოგადოებაში შეცდომას შეჰყავდა, რეპუტაციულ ზიანს აყენებდა თანამდებობის პირებს და საკუთარი განცხადებებით აზიანებდა ორი ქვეყნის ურთიერთობებს. მისმა მავნებლურმა ქმედებებმა ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ჩუბინიძე მარტო მოქმედებდა, თუ მის მიერ აგორებული სიცრუის კამპანიის უკან ორგანიზებული ჯგუფი იდგა, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, რათა დაეზიანებინა ორი სტრატეგიული პარტნიორის თანამშრომლობა.

ფაქტია ბოლო დროს დიტო ჩუბინიძის და ასავალ – დასავალის საქმიანობა მრავალ კითხვის ნიშანს ბადებდა, რადგან ისინი ღიად, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ, რაც რა თქმა უნდა სპონტანურად დაწყებული კამპანია არ უნდა იყოს, ყალბი აღქმების გაჩენა, დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებები გარკვეული ჯგუფების ინტერესებს ემსახურებოდა. საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს, რომელზე პასუხიც სასამართლომ უნდა გასცეს!

ერთი რამ ცხადია: პროფესიული საქმიანობა არავის ათავსიფულებს პასუხიმგებლობისგან, ხოლო სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ცნობები, რომლებიც ადამიანებს რეპუტაციას ულახავს, საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს ან სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

დიტო ჩუბინიძის დაკავება გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც სიცრუის სისტემატური გავრცელებით, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ნებისმიერი ინფორმაცია, განსაკუთრებით სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე, პასუხისმგებლობით უნდა ვრცელდებოდეს. გამოგონილი ამბებით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა უმნიშვნელო ქმედებად ვერ ჩაითვლება.

სახელმწიფო ინტერესების დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ დეზინფორმაციის გამოვლენას, არამედ ყველა შესაძლო გარემოების გამოძიებასაც. თუ დადასტურდება, რომ ვინმე განზრახ მოქმედებდა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მან კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თანამდებობის, პროფესიისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: ერთხელ რომ უღალატებ შენს ამომრჩეველს, იგივეს გაიმეორებ მეორედ, მესამედაც – როდესაც არ ცნობ და უპირისპირდები კონსტიტუციურ წესრიგს, ამით შენს თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება
Next: გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.