Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება

მარშალ პრესი 22/10/2026
irakli kobakhidze10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება.

მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომლის სტუმრებსაც სიტყვით მიმართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე 23 ოქტომბერს გაიმართება.

„თავისუფლება, რომელიც ცენტრალურმა ევროპამ საბოლოოდ დაიბრუნა 1989 წელს, არ დაწყებულა 1989 წელს. მისი ისტორიის ნაწილი 33 წლით ადრე, ბუდაპეშტის ქუჩებში დაიწერა. მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღესაც შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, – აღნიშნულია პიტერ მადიარის ოფიციალურ მოსაწვევ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

Post navigation

Previous: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისის დასკვნა უბრალოდ “ფაქტების კომპილაცია”, “ფაქტების შეჯამებაა” და მეტი არაფერი – ამით კი დაასტურეს, რომ კომისიის მიერ შექნილი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და აღიარეს, რომ რეალურად, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ
Next: დააკავეს ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.