Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან

მარშალ პრესი 21/10/2026
tamta megrelishvili

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს აქვს მკაფიო სამართლებრივი დანიშნულება – დაიცვას სახელმწიფო სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმთავრესი პრინციპი, და გაავლოს ზღვარი ლეგიტიმურ პოლიტიკურ საქმიანობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან, საბოლოო სიტყვას კი კანონი იტყვის. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს აქვს მკაფიო სამართლებრივი დანიშნულება – დაიცვას სახელმწიფო სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმთავრესი პრინციპი და გაავლოს ზღვარი ლეგიტიმურ პოლიტიკურ საქმიანობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის.

კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და თუ პარტიის ქმედებები კანონის ჩარჩოებს სცდება, სახელმწიფოს აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება, აამოქმედოს თავდაცვის მექანიზმები, რაც არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცით, არამედ მრავალი ევროპული ქვეყნის პრაქტიკითაა გათვალისწინებული. დაწყებული პროცესი სრულად თავსებადია საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებთან და საბოლოო სიტყვას კანონი იტყვის.

კანონის აღსრულების მექანიზმის მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად წარმოჩენა აჩენს განცდას, რომ ოპოზიციური სპექტრი, პროცესის საბოლოო სამართლებრივ დასრულებამდე, თავადვე აცნობიერებს საკუთარი პოზიციების სისუსტეს. ჩვენ მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური პრეცედენტის მომსწრენი ვართ. ნებისმიერი შედეგი – სარჩელის დაკმაყოფილებაც და მისი უარყოფაც – გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი ცხოვრებისთვის,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ
Next: ირაკლი კობახიძე – ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც განიხილება სამართლებრივი საკითხი სასამართლოში, პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.