Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო, ეს უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის

მარშალ პრესი 21/10/2026
irakli kobakhidze2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო. ეს უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გამორჩეული პროფესიონალი და მებრძოლი ხასიათის ლიდერი, წარმატებით იცავდა როგორც ეროვნული გუნდის, ისე ქართული და უცხოური კლუბების ღირსებას. თამაშის საკუთარი სტილითა და შეუპოვრობით მან სამუდამო კვალი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ნემსაძის ოჯახს, ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საქართველოს,”- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება გიორგი ზურაბაშვილი
Next: ირაკლი კობახიძე – ვფიქრობ, გამოქვეყნებული ინფორმაციით მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.