Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – ცალსახა ორმაგი სტანდარტია: არამარტო საფრანგეთთან, ალბანეთთან მიმართებითაც კი ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან

მარშალ პრესი 20/10/2026
irakli kobakhidze
ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის განცხადებებშიც. არამარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან, საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე მომიტინგეებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროპელი ბიუროკრატები საქართველოსთან მიმართებით აქეზებდნენ მოძალადე მომიტინგეებსაც და მათ მშვიდობიან მომიტინგეებად მოიხსენიებდნენ, რაც იყო ჩვეულებრივი ფარსი.
„ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის განცხადებებშიც. არამარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან. საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე მომიტინგეებს, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო, მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად, რაც არის ჩვეულებრივი ფარსი, რასაც მიჩვეულები ვართ. ასეთი ფარსი არ გაითამაშეს საფრანგეთთან და ალბანეთთან მიმართებით, რასაც აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩული. მთავარია, სამართლიანობა, მთავარია ჯანსაღი მიდგომა, სწორი განცხადებების კეთება, რასაც ვერ ვხედავდით ჩვენს შემთხვევაში. ჩვენ, პირველ რიგში, ევროპულ ქვეყნებს ვუსურვებთ მშვიდობას და სიმშვიდეს, ეს არის ჩვენი სურვილი ევროპელი ხალხებისა და ევროპული ქვეყნების მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებაზე – როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, განახორციელოს ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია – ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას
Next: ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ არგუმენტები
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.