Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდეს – ოპოზიციას ჰქონდა შეგნებული, რომ მოქმედებდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ შორის, ძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ, კონსტიტუციური წყობილების დასამხობად, დღეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოუწევთ პასუხის გაცემა

მარშალ პრესი 20/10/2026
irakli kobakhidze2

ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას ჰქონდა შეგნებული, რომ მოქმედებდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ და ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოუწევთ პასუხის გაცემა.

„ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს. ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი და ჩვენი მიზანია, მივაწიოთ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ რა არგუმენტი უნდა წარადგინონ არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ქმნიდნენ არგუმენტებს სწორედ საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგოდ. მათ ჰქონდათ შეგნებული ის, რომ მოქმედებდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ შორის, ძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ, კონსტიტუციური წყობილების დასამხობად. დღეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოუწევთ პასუხის გაცემა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სინამდვილეში უპირისპირდებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას, მათ შორის, არჩევნების შემდეგ, არჩევნებამდე, ყოველ ჯერზე, წლიდან წლამდე, მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმეს თქმა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ არგუმენტები
Next: ირაკლი კობახიძე მანანა კობახიძეზე – მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად, არავინ არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას, ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.