Skip to content
21/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს

მარშალ პრესი 20/10/2026
irakli kobakhidze5

ჩვენ უამრავი განცხადება გვაქვს გაკეთებული რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. უამრავჯერ გავაკეთეთ განცხადება და უამრავჯერ დავგმეთ რუსეთის პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მთავარი საკითხი არის, ბუნებრივია, ოკუპაცია, ოკუპირებული რეგიონები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უამრავი განცხადება აქვს გაკეთებული, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის განცხადებების მიმართ.

„როდესაც ე.წ. არჩევნებს ეხმაურებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ესეც ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა იმიტომ, რომ როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი არის ჩვენი შიდა საქმე. ეს არის ჩვენი ტერიტორიები. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც, ბუნებრივია, ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს.

სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია, მაგრამ სულისკვეთება არის იგივე. ერთ ქვეყანასაც და მეორე ქვეყანასაც უნდა ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, შიდა საქმეებში. სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება არის ერთი და იგივე. რა თქმა უნდა, ხარისხი არის განსვავებული იმიტომ, რომ ერთ შემთხვევაში ვსაუბრობთ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სრულიად სხვა მასშტაბის პრობლემაა, მაგრამ სუვერენიტეტში ჩარევა არის სუვერენიტეტში ჩარევა. შესაბამისად, სულისკვეთება არის ერთი და იგივე, მასშტაბი განსხვავებულია.

იმედი გვაქვს, რომ ეს სულისკვეთება შეიძლება შეიცვალოს. რუსეთთან დაკავშირებითაც კი იგივე შემიძლია გითხრათ. თუ გადახედავენ საკუთარ პოზიციებს ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ რუსეთთანაც სასაუბროდ. თუ ეს სულისკვეთება შეიცვლება და ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ. ევროპულ სტრუქტურებზეც იგივეა. ამ მოცემულობითაც ვესაუბრებით, უბრალოდ თვითონ არ გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს მათ სულისკვეთებას“,- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო თავისი შედეგები და ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც
Next: პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.