საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, უმაღლესი საბჭოს წევრები და მუნიციპალიტეტების მერები.
შეხვედრაზე ნარჩენების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განიხილეს სპეციფიკური ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა, მათი შეგროვებისა და გადამუშავების პროცესები, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
ასოციაცია „ვეისთლესი“ 2022 წლიდან ოთხი კატეგორიის სპეციფიკური ნარჩენის მართვის ავტორიზაციას ფლობს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთების, გამოყენებული საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, აგრეთვე ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვებასა და სათანადო მართვას.
