Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი მათთვის ძალიან ცუდ მოგონებებთან ასოცირდება – რატი იონათამიშვილი

მარშალ პრესი 12/07/2022
რატი იონათამიშვილი

“ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილსა და მის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაზე წერს:

მოდი, გავამარტივოთ ყველაფერი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში რომ არ ერევა, სინამდვილეში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამ ქვეყნისთვის რამდენი აქვს გაკეთებული, ესეც ჩვენზე არანაკლებად კარგად იციან.
რა თქმა უნდა, მაინც ამბობენ (კამპანიურად), რომ ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება – ნული!
სანამ ქართული ოცნება იქნება, სულ ასე იტყვიან. რა შეუშლით უსაფუძვლო ბრალდებებში ხელს?
ანუ, ეს რომ არ თქვან, “ქართული ოცნება” აღარ უნდა იყოს. სულ მარცხდებიან მასთან და იმიტომ.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი მათთვის ძალიან ცუდ მოგონებებთან ასოცირდება. ანუ ძალაუფლების დაკარგვით და შემდგომი წარუმატებლობებით გამოწვეული კომპლექსები და დამარცხებულის ფსიქოლოგია, თავისას შვება. ამაზე მარტივად ამოსახსნელი და ასახსნელი, რა შეიძლება იყოს, არ ვიცი”– წერს რატი იონათამიშვილი.

Continue Reading

Previous: ჩვენი ქვეყნის ღირსეულმა პრემიერმა დღევანდელი წერილით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბიძინა ივანიშვილის დიდი ღვაწლი
Next: ლევან მამალაძე – აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენისთვის, ვქმნით ახალ პლატფორმას!!!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025