Skip to content
20/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება

მარშალ პრესი 19/10/2026
shatirishvili

თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანა და მილიარდობით დოლარი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა თუ ქველმოქმედებაში დააბანდა, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება.

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, კრიტიკოსები გამუდმებით მის რუსულ კავშირებზე და წარსულში ბიზნესსაქმიანობაზე საუბრობენ, თუმცა, მყვირალა ლოზუნგების მიღმა, ვერც ერთი მათგანი ასახელებს, განვლილი 14 წლის განმავლობაში რა სარგებელი მიიღო რუსეთმა საქართველოსგან, რამაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა. მეტიც, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პრაგმატული, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკა რევიზიას არ ექვემდებარება, პარალელურად კი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება, ტრანსნაციონალური პროექტების საბოლოოდ განხორციელების თვალსაზრისით კი საქართველოს მნიშვნელობა წლიდან წლამდე იზრდება.

ამ ფონზე, თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანა და მილიარდობით დოლარი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა თუ ქველმოქმედებაში დააბანდა. ამ ფონზე, გასაკვირია, როგორ შეიძლება ერთი ქვეყნიდან საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის გადინება და სხვა სახელმწიფოში გადატანა, იმ სახელმწიფოს ინტერესების მსახურება იყოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა? მაგალითად, მამუკა ხაზარაძემ, ან გია ჯოხთაბერიძემ საკუთარი კაპიტალი საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ მიღებული თანხით დააგროვეს, ხოლო შემდეგ ეს კაპიტალი სხვა სახელმწიფოს ეკონომიკაში ინვესტიციის სახით დააბანდეს – ეს ყველაფერი როგორ შეიძლება ქართული ინტერესების მსახურებად მოინათლოს? ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, უფრო ლოგიკური იქნება, თუკი საქართველოს ინტერესების დაზიანებასა და კონკრეტული „იქს“ სახელმწიფოს მსახურებაზე გაკეთდეს აქცენტი.

ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს. ადგილობრივი რადიკალი აგენტები და მათი პატრონები გამუდმებით საუბრობენ, თითქოს, დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო მიიტაცა და დაიქვემდებარა, მაშინ, როდესაც ვხედავთ, „ვეტინგის“ საშუალებით სხვადასხვა სახელმწიფოებში როგორ დააკომპლექტეს სასამართლოები „დიფ სთეითის“ შეხედულებების გამტარებელი იურისტებით. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრებას, როდესაც თავად, ფაქტობრივად, მთელი ევროპა, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებში შეღწევისა თუ ევროკავშირის ბიუროკრატების საშუალებით, ფაქტობრივად, მთელ ევროპას ოლიგარქიული ლოგიკით მართავენ. საინტერესოა, რომ ისინი გამუდმებით საუბრობენ ხალხის ნების უგულებელყოფაზე, თუმცა, არა არჩეული, არამედ დანიშნული ბიუროკრატების საშუალებით, პრაქტიკაში ახორციელებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროპული ქვეყნების მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. რაც მთავარია, დღეს უკვე ნულოვანი რეიტინგის მქონე საკუთარ აგენტურას გამუდმებით ალაპარაკებენ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მიიტაცა და კენჭისყრაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, მაშინ, როდესაც „დიფ სთეითისთვის“ მიუღებელი ძალის გამარჯვების შემდეგ, რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგი, რუსული ჩარევის სასაცილო ბრალდებით გააუქმა,” – წერს შათირიშვილი.

მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში, არათუ რეალური არჩევნები იმართება, არამედ არჩევნების ილუზიაა შექმნილი.

როგორც ფილოსოფოსი აღნიშნავს, ქვეყნების სათავეში იცვლებიან პარტიები, თუმცა, უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, რადგანაც, თითოეული მათგანი არა საკუთარ მოსახლეობას, არამედ გლობალურ გავლენიან ძალებს ემსახურება.

“ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში, არათუ რეალური არჩევნები იმართება, არამედ არჩევნების ილუზიაა შექმნილი, როდესაც ერთი შეხედვით განსხვავებული იდეოლოგიის და პროგრამების მქონე პარტიები, სინამდვილეში, ტექნოკრატი, ოლიგარქიული გავლენების მორჩილი პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული. სწორედ ამის შედეგია, რომ გამუდმებით იცვლებიან პრემიერ – მინისტრები, იშლებიან და ერთიანდებიან კოალიციები, ქვეყნების სათავეში იცვლებიან პარტიები, თუმცა, უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, რადგანაც, თითოეული მათგანია რა საკუთარ მოსახლეობას, არამედ გლობალურ გავლენიან ძალებს ემსახურებიან.” – ნათქვამია შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

 

Post navigation

Previous: ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი
Next: ზაზა შათირიშვილი: თუკი ვინმე გაბედავს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.