Skip to content
20/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია

მარშალ პრესი 19/10/2026
zaza shatirishvili4

“ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა” – ეს ლოზუნგი ჯორჯ ორველისეულ “ორაზროვნების” ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, “ოკეანიის” მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს,- წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და მორიგ ვრცელ წერილს ავრცელებს.

ის განიხილავს, რომ ოლდოს ჰაქსლის რომანში- “საოცარი ახალი სამყარო” აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს.

“აღნიშნული პრინციპი აიძულებს ადამიანებს დაიჯერონ ერთი შეხედვით, ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდეთ. ბუნებრივია, რომ ამგვარ სამყაროში ასეთი გარემოს შესაქმნელად კონკრეტული მექანიზმებიც არსებობს, რომელიც მუდმივ პროპაგანდასა და წარსულის ყოველდღიურ გადაწერაში აისახება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. “ოკეანიაში” “აზრის პოლიცია” ადამიანებს არასწორი ფიქრებისა და სახელმწიფოს მიერ ჭეშმარიტებად გამოცხადებული ნარატივის შესახებ ოდნავი ეჭვის გაჩენისთვისაც კი სჯის. საბოლოოდ პარტია საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტზე ტოტალურ კონტროლს აწესებს და ასე, ამ არაადამიანური ფორმით ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას. კიდევ ერთი დისტოპიური რომანი ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, რომელიც ასევე ტოტალიტარულ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ადამიანები ინკუბატორებში იბადებიან და დაბადებისთანავე კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ხდებიან. აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს. ამგვარ მოცემულობაში, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ტოტალური კონტროლის საშუალებებად იქცა, მთავარი ღირებულება მუდმივი გართობა და ზედაპირული სიამოვნების მიღებაა, ყველაფერი ყველას ეკუთვნის, ინდივიდუალიზმი ქრება, სტრესის გასამკლავებლად კი სახელმწიფოს მიერ ლეგალურად დაშვებული ნარკოტიკული საშუალება გამოიყენება, რომელიც სევდას აქრობს და ხელოვნურად ბედნიერების ილუზიას ქმნის”,- აღნიშნავს შათირიშვილი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ევროპულ სახელმწიფოს კანონის დაცვის მოთხოვნის უფლება აქვს, საქართველოს კი, იგივე პრინციპის უზრუნველყოფის მცდელობისთვის უსასრულოდ თავის მართლება უწევს
Next: ზაზა შათირიშვილი: მუდმივად თვალს ვადევნებთ “ფსევდოლიბერალური” იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ღირებულებების თავს მოხვევის გამუდმებულ მცდელობას, მედიაში წახალისებულია ისეთი მოსაზრებები, რომელიც თავისუფალი ურთიერთობების დადებით მხარეებსა და ოჯახური ღირებულებების დაკნინებისკენ არის მიმართული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.