Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყოვლად კურიოზულმა და უტიფარმა, ურცხვმა ბორის ჯონსონმა დაუდო სათავე ამ პროცესს – დემურ გიორხელიძე

მარშალ პრესი 12/07/2022
დემურ გიორხელიძე

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“იწყება დიდი ცვლილებები – და ეს საკმაოდ ინტენსიურად და სწრაფად განვითარდება. ყოვლად კურიოზულმა და უტიფარმა, ურცხვმა ბორის ჯონსონმა დაუდო სათავე ამ პროცესს!

ცნობილი გახდება მისი უკრაინისთვის “დახმარების” მიზეზებიც. ჯონსონი უკვე პოლიტიკურ სანაგვეზეა!

სანამ უკრაინა განადგურდება, შესაძლებელია მოლაპარაკება, მაგრამ ზელენსკის და მის ადმინისტრაციას არავინ დაელაპარაკება… ზელენსკის ცოტა დრო დარჩა, რადგან უკრაინის განადგურების საშუალებას ამ პროვოკატორს უკრაინელები არ მისცემენ (ასე მგონია!).

ამიტომაც განიხილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის კანდიდატურა. ამ აზრს ამყარებს ის კონფლიქტიც, რომელიც ზელენსკის აქვს სამხედროებთან (გენერალურ შტაბთან) და სხვა.

რიგში გერმანია და სხვა მარიონეტი ხელისუფლებებია ევროკვშირის ქვეყნებში… ნოემბერში აშკარად ცუდად იქნება აშშ-ს პრეზიდენტის საქმე… და სხვა.

ამ მოვლენების შესახებ წინა 2-3 დღის განმავობაში არაერთი შენიშვნა დავდე.
ეს საკითხები დღეს მთელ მსოფლიოში განიხილება!

ერთადერთი სადაც “პირველ ჩვენებას აწვებიან” – საქართველოს მედია საშუალებებია – ე.წ. “მეინსტრიმული მედია” (მეტი ცხვირი დაუმშვენდათ!)

ამ საცოდავებს – ამ კურიოზული ტელევიზიების პროდიუსერებს, – იდეოლოგიური სიჩლუნგე მყარად აქვთ ჩამოყალიბებული: როგორ უბადრუკად აშუქებენ მსოფლიო მოვლენებს და განსაკუთრებით, უკრაინის ტრაგედიას!

მე ვფიქრობ, ეს მათი დასასრულის დასაწყისია: ამ ხალხს და ამ ტელევიზიებს არ შეუძლია ნორმალურად მოვლენების გაშუქება და სერიოზული პროფესიული მსჯელობის გამართვა! მით უკეთესი საქართველოსთვის: ყველა დაინახავს, თუ რა წუმპეში კოტრიალობენ ეს საცოდავები”– წერს დემურ გიორხელიძე.

Post navigation

Previous: ოპოზიციურ სპექტრს ვურჩევდი დაიწყოს ნამდვილი პოლიტიკური საქმიანობა და მმართველ გუნდს დაუდგეს გვერდით – თამთა მეგრელიშვილი
Next: აგრესორი და ოკუპანტი პუტინი უახლოეს დღეებში განახორციელებს ორ საერთაშორისო ვიზიტს ანკარასა და თეირანში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.