Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ნაციონალურ მოძრაობას,” მის სატელიტებს და უცხოელ პარტნიორებს, მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 12/07/2022
ნინო ფოჩხუა

„პრემიერმა ზუსტად აღნიშნა ივანიშვილის როლი დღევანდელი ქვეყნის განვითარების საქმეში. გარკვეული თამაშის წესების დამკვიდრება და საზოგადოების გამოცდილება. ზუსტად ეს ორი ფაქტორია, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევინებს წარმატებას პოლიტიკურ ოპონენტებს“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„პრემიერის დღევანდელი წერილის შინაარსი თითქმის ყველამ ვიცოდით, მაგრამ საჭირო გახდა ამის გამეორება ზუსტად დღეს, როცა ასეთი ზეწოლაა, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევე ქვეყნის გარედან. პრემიერმა ზუსტად აღნიშნა ივანიშვილის როლი დღევანდელი ქვეყნის განვითარების საქმეში და ეს არის ორი ფაქტორი, გარკვეული თამაშის წესების დამკვიდრება და საზოგადოების გამოცდილება. ზუსტად ეს ორი ფაქტორია, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევინებს წარმატებას პოლიტიკურ ოპონენტებს. საქართველოში ომი არ იქნება! საქართველო მყარად დგას მშვიდობისა და სტაბილურობის გზაზე! ის რაც არასდროს ყოფილა, ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, ამიტომ “ნაციონალურ მოძრაობას,” მის სატელიტებს და უცხოელ პარტნიორებს, მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: 2011 წლიდან სააკაშვილის ფლანგი სასოწარკვეთილად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დემონიზაციას შინ და გარეთ
Next: ოპოზიციურ სპექტრს ვურჩევდი დაიწყოს ნამდვილი პოლიტიკური საქმიანობა და მმართველ გუნდს დაუდგეს გვერდით – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.