Skip to content
17/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარის განცხადებაზე – უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, შესაბამისად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია

მარშალ პრესი 16/10/2026
irakli kobakhidze02

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარის განცხადებას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა 15 ან თუნდაც 20 წელი დასჭირდეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ეჭვი ეფუძნება კონკრეტულ ლოგიკას, ამ ლოგიკას აქვს პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური საფუძველიც.

„უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, ეს არის მაგალითად ტექნიკური ფინანსური მიზეზი. არის ბევრი სხვა მიზეზი, რაც მთავარია, არის პოლიტიკური მიზეზები, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
Next: პრემიერი – იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.