Skip to content
17/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს

მარშალ პრესი 16/10/2026
115

მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე ერევანში გამართულ ლიდერთა სამიტში. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სომხეთის მთავრობას სამიტის ორგანიზებისთვის, რომელიც გვაერთიანებს თემაზე – „ლიდერები ბუნების დასაცავად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება.

„ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და განვამტკიცოთ ერთობლივი ძალისხმევა ბუნების დაცვის მიმართულებით. 2030 წლის მოახლოებასთან ერთად, მთავარი კითხვა უკვე ის კი აღარ არის, თუ რაზე შევთანხმდით, არამედ ის, თუ რა შედეგებს ვაღწევთ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.

ამ ამოცანის საგანგებო მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოსთვის, რომელიც კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ლანდშაფტი, რომელიც მაღალმთიან მასივებს, ვრცელ ტყეებსა და 26 000-ზე მეტ მდინარეს მოიცავს, ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს. საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეისათვის საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი მილიონ ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 15 პროცენტზე მეტს შეადგენს.

„ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში დაცული ტერიტორიები კი, საერთო ჯამში, ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის 23 პროცენტს მოიცავს. საქართველოს ბუნებრივმა მემკვიდრეობამ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, ასევე იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატები.

ეს მიღწევები მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი პროგრესისთვის. საქართველო მხარს უჭერს გლობალურ მიზანს, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის ხმელეთისა და საზღვაო ტერიტორიების სულ მცირე 30 პროცენტი დაცული უნდა იყოს. ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვასა და გრძელვადიან დაცვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან
Next: ირაკლი კობახიძე – საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, ჩვენი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებო წყაროები უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.