Skip to content
17/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]

მარშალ პრესი 16/10/2026
nika gvaramia2

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებაზე იზრუნებდა.

გვარამია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ მსჯელობის იანვრამდე გადადება დიდი შეცდომაა, ვინაიდან ,,ქართული ოცნება” ნებისმიერ დათმობას სისუსტედ მიიჩნევს.

,,ნებისმიერი დათმობა მათ ჰგონიათ სისუსტე. ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე მისი ელჩის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი, პირდაპირ ვამბობ ამ ეთერიდან. უდიდესი შეცდომა იყო იანვრამდე [გადადება] ამათი სანქციების და ძალიან მკვახე გადაწყვეტილების მიღება ამათ წინააღმდეგ. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე მე არაფერი მითქვამს, მილიონი რამ არის გასაკეთებელი, რაც შეიძლება გაკეთდეს. ხომ გადასწიეს? მეორე დღეს მიიღო ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა, რა მოხდა? ევროკავშირის გადაწევა, ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება და მესამე დღეს ჩანიშნა პარტიების გაუქმების პროცესი სამი დღის მიყოლებით,” – განაცხადა გვარამიამ ,,ტვ პირველის” ეთერში.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ჯგუფ BTS-ის ხელმძღვანელობას შეხვდა
Next: ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.