„მაღალტექნოლოგიური აპარატურით ვართ აღჭურვილი. პენიტენციურ სამსახურში ცალკე დანაყოფიც კი არსებობს, რომელიც, პრაქტიკულად, 24 საათის განმავლობაში უწევს მონიტორინგს თითოეულ მსჯავრდებულს. ნებისმიერი საეჭვო ფაქტის ან ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მყისიერად ხდება ჯერ შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის, შემდეგ კი სტრუქტურის შესაბამისად ყველა ხელმძღვანელი პირის ინფორმირება და რეაგირებაც არ დააყოვნებს, თუკი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ მყარად ვდგავართ და გამკლავება ამ ბრალდებებთან ჩვენთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, საკმაოდ მარტივია“, – განაცხადა პენიტენციური სამსახურის დირექტორმა გიორგი პატარიძემ Youtube გადაცემაში “კონტრასტი”.
