Skip to content
14/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი პატარიძე: „ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში მაღალი სტანდარტის კინოთეატრი და სპორტული მოედნები მოეწყობა“

მარშალ პრესი 13/10/2026
giorgi pataridze

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოდკასტში „კონტრასტი“ ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმილ  ინოვაციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაწესებულებაში მაღალი სტანდარტის კინოთეატრი გაიხსნება, რომელიც კინოჩვენებებთან ერთად სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისა და აქტივობისთვისაც იქნება განკუთვნილი.

გიორგი პატარიძის განცხადებით, ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში  კინოთეატრის გარდა სპორტული მოედნების მშენებლობაც მიმდინარეობს.

„2027 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელდება პროექტი, რომელიც არის მართლაც უპრეცედენტო ევრაზიის კონტინენტზე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა კვლევებმა ასე აჩვენა. ეს პროექტი არის ახალი, მაღალი სტანდარტის   კინოთეატრის  მოწყობა ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში.  წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე და კინოჩვენებებზე. იგი იქნება არა მხოლოდ კინოჩვენებისთვის, არამედ სხვადასხვა კულტურული ღონიძიებისა და აქტივობისთვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით.  ახლა, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, იქ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები სპორტული მოედნების მოწყობის მხრივ. რეალურად, ყოველივე ეს კარგად მეტყველებს კონტრასტზე – თუ რაზე ვფიქრობთ და ვზრუნავთ დღეს ჩვენ და რა პროცესები მიმდინარეობდა 2012 წლამდე“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ  დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და სხვადასხვა რისკის მსჯავრდებულთა განთავსებას ითვალისწინებს.

„ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ერთ-ერთი უნიკალური დაწესებულებაა და მე შემიძლია, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვთქვა, რომ ამ სტანდარტზე მეტიც არის. ამ დაწესებულებას შეუძლია, მიიღოს სხვადასხვა რისკის მსჯავრდებულები როგორც დაბალი რისკის, ისე საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის მსჯავრდებულები. ასევე, ჩვენ 2027 წლის პირველ კვარტალში შესაძლებლობა გვექნება, ლაითურში გადავიყვანოთ უკვე დაბალი რისკის მსჯავრდებულებიც და გავცეთ შესაბამისი სერვისებიც“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: პოპულისტების მთავარი კოზირი ის ზღაპარია, თითქოს საკმარისია პარლამენტის დათხოვნა და მინისტრებისთვის ხელფასების ჩამორთმევა, რომ ქართველი პენსიონერის პენსია ევროპელისას გაუთანაბრდეს
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.