Skip to content
14/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარი: ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ მათ ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და მორიგ ჯერზე ავლენენ იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ

მარშალ პრესი 13/10/2026
sozar subari

საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ბულინგზე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველ სპორტსმენებს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ლანძღვით არაფერი დააკლდებათ და ეს ჯგუფები თავიანთი ქმედებებით საკუთარ თავს აზიანებენ და მორიგ ჯერზე ადასტურებენ, რომ არც საქართველო უყვართ და არც ქვეყნის წარმატება უხარიათ.

„პირველ რიგში, ვუერთდები შოთა ხაბარელის სიტყვით გამოსვლას და ვულოცავ ბრწყინვალე გამარჯვებას ჩვენს ძიუდოისტებს – ჩვენს მართლაც გმირ გოგონებსა და ვაჟკაცებს.

ისე ვართ განებივრებული მათი წარმატებებით, რომ, როდესაც მთელი მსოფლიო მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურში მეორე ადგილი და გუნდური ბრინჯაო არ გვაკმაყოფილებს და უფრო მეტს ველოდებით. ეს სწორედ მათი გმირობისა და დაუღალავი შრომის შედეგია და, უპირველეს ყოვლისა, მათი პატრიოტიზმის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ გაღებული და დადებული სამშობლოსთვის, რისთვისაც მსურს მადლობა ვუთხრა მათ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ლანძღავენ – ისინი მათ ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და მორიგ ჯერზე ავლენენ საკუთარ არარაობას: იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: ვეტერანების დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემლის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა – ეს არის ის სამი თემა, რომელიც, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებულ ბიუჯეტში
Next: ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.