Skip to content
13/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაქარია წიკლაური: ჩვენ რომ ავყოლოდით ევრობიუროკრატების პროვოკაციულ დავალებებსა და რეკომენდაციებს, ჩვენივე ხელით გავაუქმებდით ქვეყნის სუვერენიტეტს, დავანგრევდით ეკონომიკას და მივიღებდით იმ რეალობას, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დგას

მარშალ პრესი 12/10/2026
zakaria tsiklauri

„კოლექტიური მარტა კოსები და კაია კალასები საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებად“ იქცნენ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა.

მისი თქმით, ევროპაში საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აზრი უკვე ორად არის გაყოფილი, რადგან ხვდებიან, რომ შუა დერეფნის პოლიტიკის განვითარება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია.

„საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის შესახებ კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ. კოლექტიური მარტა კოსები და კაია კალასები საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებად“ იქცნენ. ისინი მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ქართულ საზოგადოებასა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება უპირობოდ არ ასრულებს მათ დავალებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ჩვენ რომ ავყოლოდით მათ პროვოკაციულ დავალებებსა და რეკომენდაციებს, ჩვენივე ხელით გავაუქმებდით ქვეყნის სუვერენიტეტს, დავანგრევდით ეკონომიკას და

მივიღებდით იმ რეალობას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დგას.

დღეს უკვე ვხედავთ, რომ ევროპაში საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აზრი ორად გაიყო. როდესაც საუბარია შუა დერეფნის პოლიტიკის განვითარებაზე, ლოგიკურად წარმოუდგენელია, საქართველოს არსებობა გააქრონ, ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად. ვინც იცის გეოგრაფია, მისთვის ნათელია, რომ შუა დერეფნის პოლიტიკის განვითარება შეუძლებელია საქართველოს როლის გარეშე.

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც, დარწმუნებული ვარ, უფრო რაციონალურად აღიქვამენ იმ რეალობას, რაც დგას მსოფლიოში.

ფაქტია, რომ საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ევროპული ქვეყნების პოზიციები რადიკალურად არის შეცვლილი. მიხვდნენ, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ და კიდევ უფრო მეტადაც ევროკავშირს სჭირდება საქართველო, და, შესაბამისად, ზოგიერთი ევრობიუროკრატის მხრიდან ჩვენი როლის დაკნინების მცდელობა, რა თქმა უნდა, დღის სინათლეს ვერ ნახავს.

ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოში მუდმივი ქაოსის შემოტანის მცდელობა თავლნათელია და ყველა კარგად ვხვდებით, თუ რა არის მათი “მეგობრობის” რეალური მიზანი,“ – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
Next: ზაალ ანჯაფარიძე: პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს – მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.