Skip to content
13/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი პენსიების ზრდაზე: იმ რეალობაში, როდესაც სოციალური მიმართულება ისედაც ბიუჯეტის მესამედზე (33%-ზე) მეტს შეადგენს, დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფა მკაფიოდ ადასტურებს, რომ მთავრობა, კანონის მოთხოვნათა დაცვის პარალელურად, პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებს

მარშალ პრესი 12/10/2026
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პენსიონერების მხარდაჭერა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ეკონომიკური გამოწვევებისა და საბიუჯეტო შეზღუდვების მიუხედავად, ხელისუფლებისთვის ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვა პრიორიტეტად რჩება.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან პენსიის ზრდის გადაწყვეტილების კრიტიკის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს სახელმწიფოს არსებული ფინანსური შესაძლებლობები. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება მოქალაქეების მხარდასაჭერად არსებულ რესურსებს იყენებს.

„საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს, იზრუნოს მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე და შეუქმნას მათ ღირსეული ცხოვრების პირობები.

პენსიის ზრდა არ არის უბრალო ფინანსური დახმარება, ეს არის სოციალური სოლიდარობის აქტი, სადაც მოქმედი, შრომისუნარიანი საზოგადოება და ბიუჯეტი ეხმარება იმ თაობას, რომელიც ამას საჭიროებს.

ეკონომიკური გამოწვევებისა და ბიუჯეტის ლიმიტების მიუხედავად, პენსიონერების კეთილდღეობის უზრუნველყოფა სახელისუფლებო გუნდისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

იმ რეალობაში, როდესაც სოციალური მიმართულება ისედაც ბიუჯეტის მესამედზე (33%-ზე) მეტს შეადგენს, დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფა მკაფიოდ ადასტურებს, რომ მთავრობა, კანონის მოთხოვნათა დაცვის პარალელურად, პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებს.
ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი უფროსი თაობის მხარდასაჭერად მაქსიმალური რესურსის მობილიზება ხელისუფლებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის მორალური იმპერატივია.

ოპოზიციის მხრიდან ამ გადაწყვეტილების კრიტიკაც მათი ჩვეული მანერით გაგრძელდება, თუმცა რეალობა უცვლელია — ეს ნაბიჯი ამ ეტაპზე ბიუჯეტის ფინანსური შესაძლებლობების მაქსიმუმია. ვიწროპოლიტიკური ინტერესების მიღმა, მთავარ ფაქტად მაინც ის რჩება, რომ სახელმწიფო იყენებს ყველა არსებულ რესურსს საკუთარი მოქალაქეების რეალური მხარდაჭერისთვის და ის ადამიანები, რომლებისთვისაც სახელმწიფო დამატებით 128 მილიონს გაიღებს, კმაყოფილები იქნებიან.“ – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
Next: იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.