Skip to content
13/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ

მარშალ პრესი 12/10/2026
nikoloz metreveli

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სასტიკი ომი მიმდინარეობს, ევროკავშირის ეკონომიკა ძალიან დაბალი ტემპით იზრდება. საქართველოს მთავრობის მიერ საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფა ნამდვილად დადებით შეფასებას იმსახურებს,- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში პრემიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც პენსიების ზრდას შეეხება.

ანალიტიკოსის თქმით, 415-ლარიანი პენსია ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს უფროსი თაობის ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას, თუმცა, საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება მომავალშიც სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად რჩება და ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის მთავარი მიზანიც.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ და 415 ლარს მიაღწევს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სასტიკი ომი მიმდინარეობს, ევროკავშირის ეკონომიკა ძალიან დაბალი ტემპით იზრდება, ხოლო ევროპის არაერთი სახელმწიფო სერიოზული ფინანსური, ენერგეტიკული და დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოს მთავრობის მიერ საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფა ნამდვილად დადებით შეფასებას იმსახურებს.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ეკონომიკური გარემო არასტაბილურია და სახელმწიფოებს სულ უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.

ცხადია, ყველას კარგად გვესმის, რომ 415-ლარიანი პენსია ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ჩვენი უფროსი თაობის ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას. საქართველოს პენსიონერები გაცილებით მეტს იმსახურებენ და საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება მომავალშიც სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად დარჩება.

ასეთ რთულ საერთაშორისო ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება საბოლოოდ თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით კი ჩვენი პენსიონერების, კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის მთავარი მიზანი.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

Post navigation

Previous: პრემიერი – ჩვენს ძიუდოისტებს ვულოცავ ძალიან შთამბეჭდავ გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში
Next: ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.