Skip to content
13/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ქვეყნების დონეზე არის არსებითი ცვლილება, თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით, რაც არის სამწუხარო, თუ გადაიხედება ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები

მარშალ პრესი 12/10/2026
irakli kobakhidze

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება განწყობების და გარკვეული ნაბიჯების დონეზეც, პროგრესი არის მინიმალური და ამის მიზეზია დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია კონკრეტული ბიუროკრატების დამოკიდებულებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა დიალოგისთვის, დისკუსიისთვის, ყველა საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს არავითარი დახურული საკითხი. მზად ვართ დისკუსიისთის, თუ იქნება ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას, თუმცა ამ ეტაპამდე ვართ მოლოდინის რეჟიმში. ქვეყნების დონეზე არის არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე. სამწუხაროდ, ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით, რაც არის სამწუხარო. თუ გადაიხედება ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება
Next: პრემიერი – ჩვენს ძიუდოისტებს ვულოცავ ძალიან შთამბეჭდავ გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.