Skip to content
13/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – საერთოდ ხმას არავინ იღებს იმ ქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ, როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო, ეს არის ორმაგი სტანდარტი

მარშალ პრესი 12/10/2026
irakli kobakhidze1

საერთოდ ხმას არავინ იღებს იმ ქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ როდესაც, თავის დროზე, სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ყველა მიჩვეულები ვართ და საზოგადოება ამას ხედავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც, თავის დროზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევდა ძალის გამოყენება, ქართველი სამართალდამცავები მოქმედებდნენ არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და ევროპის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები ამის მორიგი დასტურია.

„როდესაც, თავის დროზე, ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევდა ძალის გამოყენება, მაშინ ვაცხადებდით ძალიან თამამად, რომ ჩვენი სამართალდამცავები მოქმედებდნენ არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. ეს იყო მოცემულობა და ამის მორიგი დასტური ვიხილეთ.
ჩვენ მანამდეც გვქონდა არაერთი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ ბრუტალურ ძალას იყენებდნენ როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ, თან ხშირად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენს შემთხვევაში გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ იყო ინციდენტები, სერიოზული გადაცდომები, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომები, თუმცა არსებითად სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით.
რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ამას მიჩვეულები ვართ, საერთოდ ხმას არ იღებს არავინ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ყველა მიჩვეულები ვართ და საზოგადოება ამას ხედავს,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი საქართველოში, ეს არის „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა PVT 2020 წელს
Next: მიხეილ სარჯველაძე: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.