Skip to content
12/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ – გახსნას დაესწრო

მარშალ პრესი 11/10/2026
mikheil kavelashvili

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ – გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიების გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და იმ ფასეულობებზე ისაუბრა, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 1700 წლის წინ ქართველთა მიერ გაკეთებულმა არჩევანმა განსაზღვრა ქვეყნის კულტურული სახე, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ისტორიული განვითარების გზა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოს ღირებულებით გამოწვევებზე და ისაუბრა იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებსაც, მისი შეფასებით, ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარება უნდა ეფუძნებოდეს.

„ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი. ეს შვიდკომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართალის მე-19 საუკუნის ეროვნულ ტრიადასა და უწმინდესი ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროითა და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას – მათ შორის ქართული გონისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა. სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განმსაზღვრელ ფუნდამენტს. დღეს, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება. ამ იდეალებით აღზრდილი ქართველი ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დღევანდელი მრავალმხრივი გამოწვევების ფონზე, სწორედ ამ შვიდ მარადიულ საყრდენზე უნდა აღიმართოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო და მისი სტრატეგიული განვითარება.

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ 11-13 ოქტომბერს იმართება. ღონისძიების გახსნას მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი – ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
Next: ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.