Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

მარშალ პრესი 10/10/2026
nikoloz metreveli

ბატონო ელჩო, იქნებ ჯერ საკუთარ ევროპულ სახლში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდეთ?!- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში, რითაც ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავს.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებს, როდის განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს იმავე სიმკაცრით, როგორითაც საქართველოს საკითხს განიხილავენ?

“საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საპროტესტო გამოსვლებში უკვე მეხანძრეებიც კი ჩაერთნენ. დღეს დილიდან ათასობით მეხანძრეა გამოსული პარიზის ქუჩებში. ახალგაზრდების მასშტაბური დემონსტრაციების დროს პოლიციასთან უმძიმესი ძალადობრივი შეტაკებები კვლავ გრძელდება.

ბელგიაში საპროტესტო აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა.

ამ ფონზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს.

ბატონო ელჩო, იქნებ ჯერ საკუთარ ევროპულ სახლში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდეთ?!

საქართველოს მოქალაქეებს გვაინტერესებს, როდის განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს იმავე სიმკაცრით, როგორითაც საქართველოს საკითხს განიხილავენ?

და ბოლოს: ნუ გგონიათ, რომ საქართველოს შეუზღუდავად შეგიძლიათ უკითხოთ მორალი, მუდმივად დაემუქროთ და მის საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობდეთ და ამას საზოგადოების მრისხანე რეაქცია არ მოჰყვება…”,-წერს მეტრეველი.

Post navigation

Previous: ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობის თავმჯდომარე და წევრები აირჩია
Next: გიორგი პატარიძე: ,,მსჯავრდებულ დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა განპირობებული იყო მის მიერ ჯერ პატიმრის, შემდეგ კი ციხის თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფითა და აგრესიული ქმედებებით“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.