Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში

მარშალ პრესი 10/10/2026
irakli kobakhidze5

ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, ვგულისხმობ იმ პატიმრებს, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისთვის იხდიან სასჯელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მათი დღის წესრიგი, რადიკალიზმისთვის ურჩევნიათ იყოს მეტი პატიმარი.

„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ მათგანთან მიმართებით მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ამ ადამიანების მიზანი არის რადიკალიზმი, პოლარიზაცია, ესკალაცია, ჩვენი მიზანია სიმშვიდის განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ჩვენი ხელწერა არის ძალიან ცხადი – ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში
Next: ირაკლი კობახიძე – ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მხრიდან, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაცმ დაკარგა ნდობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.