Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოსო ტყემალაძე: პორტუგალიასთან მატჩი მარტივი არ იქნება – გპირდებით გამარჯვებას, ამისთვის ვიბრძვით, ყველა თამაშზე ერთობით უნდა ვიაროთ

მარშალ პრესი 11/07/2022
იოსებ ტყემალაძე

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ, „ქრონიკის“ ეთერში, პორტუგალიასთან ჩანიშნულ მატჩზე ისაუბრა.

„პორტუგალიასთან მატჩი მარტივი არ იქნება, საკმაოდ მძიმე იქნება. თუკი ვინმე რაგბშია ჩახედილი, იცის, პორტუგალია რამდენად რთული სათამაშოა. წინა თამაში ცუდი გამოგვივიდა – კოვიდი იყო და რვა მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდი უკმაყოფილება დაგვრჩა. ამიტომაც გამოვიყენეთ შანსი, რომ რევანში გვქონოდა. თამაში ერთ კვირაშია და ბიჭები, დღესაც და ხვალაც, ასე ვთქვათ, ღრმა ალკოჰოლით, დასვენებას განაგრძობენ, რის ნებაც მივეცით, რათა მოეშვან და ცოტა დაისვენონ. გპირდებით გამარჯვებას, ამისთვის ვიბრძვით. საწყენი ისაა, რომ სულ 5 000 ათასი ადამიანი ეტევა ქუთაისის სტადიონზე და მე პირობა მივეცი ქუთაისს, რომ აუცილებლად გაიზრდება საყურებელი ტრიბუნები, ველოდებით ყველას. ყველა თამაშზე იგივე ერთობით უნდა ვიაროთ წინ“, – განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

16 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ქუთაისში, „აია არენაზე“ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.

Continue Reading

Previous: თორნიკე რიჟვაძე: ანსამბლი ,,ბერმუხა“ ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიამაყე
Next: რატი ბრეგაძე ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025