Skip to content
09/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

მარშალ პრესი 08/10/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო.

ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის.

„სულ ახლახან საფრანგეთის მოთხოვნით სანქციებიდან ამოიღეს რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი — მეტალურგიის, სამთო-მოპოვების, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ბიზნესმენი; სლოვაკეთის მოთხოვნით კი სანქციები აღარ გაუგრძელდა „ალფა-ბანკის“ თანადამფუძნებელ მიხაილ ფრიდმანს, რომლის მოხსნასაც ლუქსემბურგიც ითხოვდა.

ახლა კი ესტონეთის [კაია კალასის სამშობლო] მოთხოვნით ახალი სანქციების პაკეტიდან ამოიღეს რუსული კომპანია და მასთან დაკავშირებული პირი. კომპანია სტრატეგიულ ნედლეულს აწვდის ესტონურ NPM Silmet-ს, რომელიც იშვიათმიწა მასალებს ამუშავებს და მის პროდუქციას ევროპული ელექტრომობილების, ქარის ტურბინების, ელექტრონიკის, საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიები იყენებენ.

ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ — საკუთარი თავისთვის. და როცა წესების დამწერი მათივე პირველივე შესაძლებლობაზე გვერდს უვლის, ყველაზე ხმამაღლა სწორედ მისი მორალური ავტორიტეტის სიცარიელე ისმის.“- წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პასუხობს
Next: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით – მეგი გოციძე სულხან მოლაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.