Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად

მარშალ პრესი 07/10/2026
irakli kobakhidze1

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უწყება არის ღია და გახსნილი ყველას მიმართ, ესეც არის საქართველოს მთავრობის სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც ეს სტანდარტი არის დაცული.

„როცა საჭიროა იძულების ზომის გამოყენება პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, ეს იძულების ზომა გამოიყენება, თუმცა როგორც კადრებმა აჩვენა, ეს ყველაფერი ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის, თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მე ვიცი, რა არის საერთაშორისო სტანდარტები და ამ შემთხვევაში პენიტენციური სამსახური მოქმედებდა სწორედ სტანდარტების შესაბამისად, პროპორციულობის, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. ყველა უწყება არის ღია და გახსნილი ყველას მიმართ ესეც არის ჩვენი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც ეს სტანდარტი არის დაცული. თუ არის პრეტენზიები, ყველას შეუძლია, მიმართოს შესაბამის უწყებებს, მათ მიმართეს სახალხო დამცველს, მიმართეს სხვა უწყებებს, რა თქმა უნდა, ყველა უწყება გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ასე მოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება.

გამოძიების პირველადი შედეგები რა თქმა უნდა, ვიცით, თუმცა ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ რაც მალე დაიხურება ასეთი გამოძიება, მით უკეთესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება მალე იქნას ბოლომდე მიყვანილი.

კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტების შესაბამისად და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ამ გუნდის ლიდერი 2011 წლიდან მოყოლებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.