თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს.
სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ.
მოლაშვილი სააკაშვილის გამოქვეყნებულ ფეისბუქ-სტატუსს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხანდახან მასაც მოერევა სიბრაზე და ბევრი რამ ახსენდება წარსულიდან. მოლაშვილის თქმით, სააკაშვილი პატიმრობაში კომფორტულ გარემოში იმყოფება, მაშინ როცა წარსულში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ.
მისივე თქმით, მას ბრაზი მაშინ გადაუვლის, როდესაც ხედავს, “როგორი დემოკრატიაა ამ ქვეყანაში და რა დონეზეა დაცული ადამიანის და ასევე სააკაშვილის მსგავსი მანქურთების უფლებები.”
„არ ვუპასუხებდი ამ შიზოიდს, უთვისტომო და უშინაარსო ადამიანის მსგავს წარმონაქმნს სერიოზულად, მაგრამ ხანდახან მეც მომერევა ხოლმე სიბრაზე და და ბევრი რამ მახსენდება წარსულიდან. ზის მშვენივრად გარემონტებულ საკანში, კარგს ჭამს და სვამს, პაემნები არ აკლია, ზარები, ინფორმაცია, ადვოკატები, გაგრილება და გათბობა. სქროლავს, პოსტავს, გვაგინებს, გვლანძღავს და გვემუქრება.
დიახ, ასეთი დემოკრატია ავაშენეთ ამ ქვეყანაში და ასეთ დონეზეა დაცული ყველას უფლება. დავწერდი, ადამიანის უფლებები მეთქი, მაგრამ ეს ხომ ადამიანი არ არის – როგორც თავში აღვნიშნე, უთვისტომო და უშინაარსო მანქურთია… არადა, ამ დროს ამ მანქურთმა სულ სხვა რამ დაიმსახურა. დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით. დაიმსახურა ისეთი მოპყრობა, როგორც ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს. ისეთი ბოლოც დაიმსახურა, როგორც სულხანს დაასრულებინეს სიცოცხლე მისი ბრძანებით და როგორც ბევრს, უდანაშაულოს…
მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება. ჰოდა ბრაზი მაშინ გადამივლის ხოლმე, როდესაც ვხედავ, როგორი დემოკრატიაა ამ ქვეყანაში და რა დონეზეა დაცული ადამიანის და ასევე სააკაშვილის მსგავსი მანქურთების უფლებები. ამ ყველაფერს საზოგადოებაც ხედავს და კარგია, რომ სწორ დასკვნებს აკეთებს.
P.S. – მანქურთო სააკაშვილო, ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში ყველა ცხოველი, ფრინველი თუ მცურავ/მცოცავი შენზე ბევრად ღირსეული, თავმოყვარე და სუფთაა, მათ ის მაინც იციან რა ჯიშისანი არიან და რა ქვიათ – შენგან განსხვავებით”, – აცხადებს მოლაშვილი.
