Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, 2 პროცენტული პუნქტით, რაც საქართველოს ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებს ასახავს, ეს პროგნოზი 2.6-ჯერ აღემატება ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს

მარშალ პრესი 07/10/2026
irakli kobakhidze3
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს  ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში.
„მანამდე, ივნისში იყო წინასწარი პროგნოზი გამოქვეყნებული, რომელიც შეადგენდა 5%-ს და ეს პროგნოზი არის გაზრდილი 2 პროცენტული პუნქტით, 5%-დან 7%-მდე, რაც ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი 2.6-ჯერ აღემატება ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2026-2027-2028 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მთლიანად ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება.“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას დაემატება 50-მდე ახალი ლოკომოტივი
Next: ირაკლი კობახიძე – წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.