Skip to content
07/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ დავითაძეზე: ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან

მარშალ პრესი 07/10/2026
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაგეგმილ პოლიტიკურ შეტევად აფასებს. როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რამდენიმე დღეა აკვირდება სკანდალის განვითარებასა და მასში ჩართულ მონაწილეებს.

მისი თქმით, სიტუაციის შეფასებისას ჰაროლდ ლასველის ანალიზის მეთოდს იყენებს, რომელიც პასუხს სვამს კითხვებზე ვინ რას იღებს კონკრეტული მოვლენით, როგორ და რა გარემოებებში.

ანჯაფარიძის შეფასებით, ამ კითხვებზე მის მიერ მოძიებული პასუხები საფუძველს გვაძელვს წინასწარი დასკვნისთვის, რომ საქმე ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ დაგეგმილ შეტევასთან გვაქვს.

„რამდენიმე დღეა ვაკვირდები პატიმარ დავითაძის ირგვლივ აგორებული სკანდალის სცენარს და მასში ჩართულ მონაწილეებს.
ვიყენებ ჰაროლდ ლასველის ანალიზის მეთოდს, რომელიც ითხოვს პასუხებს კითხვებზე: ვინ რას იღებს ამ სკანდალით, როგორ და რა გარემოებებში?
ამ კითხვებზე ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან, ყველა თავისას.

ახლა გთავაზობთ თქვენც შეხედოთ სიტუაციას იმათი სამრეკლოდან, ვინც ამ ახალი სკანდალისგან სარგებელს ელოდება, ან უკვე მიიღო. ბევრ თქვენთვის საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ!“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: მარტა კოსი ხან გენერალ ლებედის როლში გვევლინება, რომელიც მზადაა გამოიყენოს მკაცრი ადმინისტრაციული ბერკეტები არასასურველი რეგიონების წინააღმდეგ
Next: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას დაემატება 50-მდე ახალი ლოკომოტივი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.