მრავალ პარტია მოვლილები, მრავალ დაბალ თუ მაღალ ღობეებზე მოხტუნავე და მოხეტიალე პოლიტიკოსები “ველიკალეპნაია ტროიკა” – სამადაშვილი სალომე, ახვლედიანი არმაზი და შალვა შავგულიძე

629
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ვნახე და მოვისმინე უსაშველოდ “სასიამოვნო ინფორმაცია”!

მრავალ პარტია მოვლილები, მრავალ დაბალ თუ მაღალ ღობეებზე მოხტუნავე და მოხეტიალე პოლიტიკოსები “ველიკალეპნაია ტროიკა”-სამადაშვილი სალომე, ახვლედიანი არმაზი და შალვა შავგულიძე “ლელოსთან” ახალ ფრაქციას ქმნიანო!
ამ ტრანსფერს გვიმალავდი ბნო ხაზარაძევ!
რამდენი გადაიხადე ამ ყვარყვარეების შენს გუნდში გადმოყვანაში?!
გაგვიმხილა შე კაცო!
ჰოდა ამიერიდან
დგება დრო სანეტარო, გაიხარე მუშავ წამებულო!
სადაა ცხონებული პოლიკარპე კაკაბაძე ახალი ყვარყვარე 2-ის პერსონაჟები ძალზედ მრავლადაა ქართულ პოლიტიკაში!
სხვადასხვა დროის დროშები შემონახული აქვთ, შემონახული!
არცერთი არ დაუწვავთ, არცერთი!” – წერს გვენეტაძე.
კომენტარები
რეკლამა
მოწონება