Skip to content
06/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად, ციხის თანამშრომლებს ჰქონდათ რეაგირების ვალდებულება. რაც ვნახეთ, იყო სწორედ რეაგირება და არა ძალის გადამეტება

მარშალ პრესი 05/10/2026
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე პატიმრების მიერ ბადრაგის თანამშრომლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმრებს ხელკეტებით სცემეს, რეალობას არ შეესაბამება და მომხდარი ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალის გადამეტებად არ უნდა შეფასდეს.

მისივე შეფასებით, მსგავსი „იაფფასიანი წარმოდგენებით“ პატიმრების ნაწილი საკუთარ რეპუტაციას აზიანებს და, ამავდროულად, აჩვენებს, რომ სახელმწიფო გამოწვევებს კანონის ფარგლებში პასუხობს.

„მითი: პატიმრებს ხელკეტებით სცემეს.

რეალობა: რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად, ციხის თანამშრომლებს ჰქონდათ რეაგირების ვალდებულება. რაც ვნახეთ, იყო სწორედ რეაგირება და არა ძალის გადამეტება.

განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ბადრაგის თანამშრომლებს პატიმრები. მიჰყავთ ადამიანურად, მშვიდად, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს წაიყვანდნენ. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს წარსული და ვიცით, 2012 წლამდე პატიმრის მსგავსი გამოხტომა როგორ დასრულდებოდა. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარი ფეხით, არათუ იმ დღეს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეღარ გაევლოთ.

ეს იდიოტები იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ასეთი იაფფასიანი წარმოდგენებით ისევ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ. პირიქით, კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და პატიმართა ნაწილის უღირსი საქციელის მიუხედავად, გამოწვევებს ღირსეულად და კანონის ფარგლებში პასუხობს.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: მისასალმებელია, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში უფასოა ყველა სტუდენტისათვის, მაგრამ გასათვალისწინებელია პროფესორ-მასწავლებლების ხელფასების მატების საკითხი, რადგან ეს მაჩვენებელი დიდი ხანია ერთ დონეზეა გაყინული და თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებს ვერ პასუხობს
Next: თენგიზ შარმანაშვილი წითლიძის განცხადებაზე, რომ საპროცესო შეთანხმებაში დასაძრახს ვერაფერს ხედავს: ეს სიმართლეა. უბრალოდ, თქვენ არაფერ შუაში ხართ და ნუ ქმნით იმის იმიტაციას, რომ პროცესი თქვენი ჭკუით იმართება. თქვენი ხელიდან ეს ხალხი განწირული იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.