Skip to content
06/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 05/10/2026
540

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამით ქუმარ მიშრას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში ინდოეთის საელჩოს გახსნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს ინდოეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ვაჭრობის მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერებაზე.

საუბარი შეეხო ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობას. აღინიშნა ინდოეთიდან ვიზიტორთა ზრდის დინამიკა, ასევე ინდოელი სტუდენტების მზარდი ინტერესი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მიმართულებით.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე ევროკომისიის კვლევაზე: როცა ევროპული სტრუქტურების საკუთარივე ციფრები და პოლიტიკური რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს, ცხადი ხდება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას რეალობისთვის თვალის გასწორება უჭირს, რადგან რეალური მონაცემები მათ მიერვე დახატულ გამრუდებულ პოლიტიკურ სქემებში უბრალოდ არ ჯდება
Next: რაც საჯაროდ დაგაკელი, პირადად სილა უნდა გაგაწნა შენი შინაგანი გახრწნილობისა და ლპობის გამო – მედეა შაფათავა ირაკლი ღარიბაშვილს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.