Skip to content
06/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმინებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასაჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება

მარშალ პრესი 05/10/2026
sozar subari

„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს და თუ ვინმე დასასჯელი იქნება, მკაცრადაც დაისჯება.

„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც. პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო სახალხო დამცველის დასკვნას.

ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წელიწადში 140-150 პატიმარი კვდებოდა, ანუ ყოველ დღენახევარში კვდებოდა ერთი პატიმარი. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ახლა არის ორ ათეულზე ცოტა ნაკლები პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ პენიტენციურ სისტემას შორის.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თავს შევიკავებ დასკვნისგან. დარწმინებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასაჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: როდესაც ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლის საიუბილეო თარიღისთვის ემზადება, სახელმწიფო დღის წესრიგი ცდილობს განსაზღვროს, რომელი პორტებით, გზებით და ციფრული სისტემებით დააკავშიროს საქართველო რეგიონულ ეკონომიკას
Next: საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.